ზელერის „დედა“ სცენაზე
ფლორიან ზელერის ცნობილი პიესა „დედა“ პირველად საქართველოში, დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანია „GIENOS“-ის მიერ მარჯანიშვილის თეატრში შეისრულება. სპექტაკლის რეჟისორია დავით ჩხარტიშვილი. ეს არის ტრილოგიის ბოლო ნაწილი, რომელიც დედის ბრძოლასა და მის თავდადებას გვაჩვენებს. რა ზღვარია ოჯახზე ზრუნვასა და საკუთარი თავის დაკარგვას შორის? დიზაინზე და კოსტიუმებზე თამუნა ლომსაძე მუშაობს, მუსიკა მერი ბეროშვილისაა. მთავარ როლებში ანა მატუაშვილი, გიორგი ცერცვაძე, დაჩი ბაბუნაშვილი და ქეთი ლუარსაბიშვილი არიან. პროექტი თბილისის მერიისა და მარჯანიშვილის თეატრის მხარდაჭერით განხორციელდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელერის სრული ტრილოგია ერთმა რეჟისორმა დადგა საქართველოში. 90 წუთიანი ემოციური წარმოდგენა 15 წელს ზემოთ მაყურებლისთვისაა.
Continue in Pochill