მზეთუნახავი და ურჩხული
„მზეთუნახავი და ურჩხული” ახალგაზრდობის თეატრში წარმოგიდგენთ სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ სასიყვარულო ისტორიას. განახლებული ბროდვეის მიუზიკლი ქართულ ენაზე სრულდება საქართველოში ცნობილი მსახიობების მონაწილეობით. ჩვენი პატარა სტუმრები იხილავენ ბელსა და მორისს, ლუმიერსა და კოგსვორტს, მისის პოტსს, პატარა ჩიპს და სხვა სასაცილო პერსონაჟებს. მუსიკა, ცეკვები და ფერთა გამა შთაბეჭდილებას მოახდენს როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე, ასევე მშობლებზე და ბებია-ბაბუებზე.რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი; მხატვარი: ნინო კიტია; ქორეოგრაფი: ნიკოლოზ ნანიტაშვილი; პროექტის ავტორი და ვიდეოინსტალაცია: ლევან გვაზავა; მუსიკალური კონსულტანტი: ალექსანდრა ლორთქიფანიძე.მონაწილეობენ: თამარ ლორთქიფანიძე, ნინო არჩაია, ხათია მელქაძე, თამარა ჭანუქვაძე, ბადრი გვაზავა, ვანო დუგლაძე, ლევან კაციაშვილი, მარიამ ჩუხრუხიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, რატი გოგუაძე და სხვები. სპექტაკლი გათვლილია 3 წელზე ზემო ასაკის მაყურებლისთვის, დადგმა გრძელდება 1 სთ და 10 წუთი. შემოსვლის ფასი: 18-30₾. დღეები: 1, 3, 7 მარტი, ახალგაზრდობის თეატრი.