აია – ქორეოგრაფიული ფანტაზია
„აია“ ქორეოგრაფიული ფანტაზიაა, რომელიც მითებს ოქროს საწმისზე ახალ ხედვას სთავაზობს მაყურებელს. სპექტაკლი რეჟისორებმა და ქორეოგრაფებმა ტატა ტავდიშვილმა და ტატო გელიაშვილმა შექმნეს, მუსიკა მიხეილ ზაქაიძეს (MICHÈL) ეკუთვნის. სცენაზე წარდგებიან მარი ენგურელი, ნინი ნოზაძე, გუგა კაცარავა, თეკლა სულაქველიძე, შაკო ჭალაგაშვილი, ნიკოლოზ გოგიძე, მარიამ ავალიანი და ლიზა ნიქვაშვილი. წარმოდგენა გაიმართება 28 თებერვალს და 13 მარტს City Theatre-ში. ბილეთის ფასი: 35 ლარი. სპექტაკლი განკუთვნილია ყველა ასაკისთვის.
Continue in Pochill