ლიზი გოზალიშვილი • არტერია
ლიზი გოზალიშვილი საკუთარ ბენდთან ერთად 27 თებერვალს, 22:00 საათზე, პირველად წარსდგება არტერიის სცენაზე (სიონზე 8, თბილისი). მუსიკოსი გერმანიაში მოღვაწე ბენდის წევრებთან ერთად თბილისის სცენას დაუბრუნდება. ლიზი გოზალიშვილის მუსიკა გაჯერებულია მძლავრი პოპ-როკით, გულწრფელი ემოციითა და თვითირონიით. თითოეული კომპოზიცია თითქოს რთულ გამოცდილებებს პოზიტიურ ენერგიად გარდაქმნის და მსმენელს თავისუფლების გზას აცნობს. ეს საღამო იქნება საკუთარი თავის, თავისუფლების და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შესახებ. საღამოს განმავლობაში წარსულის ჩრდილები სცენის მიღმა დარჩება, თქვენ კი მხოლოდ იმ ენერგიას შეიგრძნობთ, რომელიც საკუთარ ცხოვრებაში ახალი ამბების დაწყებას გთავაზობთ. ბილეთის ონლაინ ფასი – 35₾, საბილეთო მომსახურებით – 40₾. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. კარი გაიღება 21:00 საათზე, კონცერტის დაწყება 22:00 საათზეა დაპროგრამებული. არტერია თბილისი გელით მუსიკით, რომელიც საზღვრებს არ იცნობს!