მოგზაური აფრიკაში და ნეპალში

კვი, აპრ 5 · 13:00 ibis Styles Old Tbilisi

5 აპრილს, ibis Styles Old Tbilisi სასტუმროში, მოგზაურთა კლუბის ორგანიზებით, გაიმართება გია ტორტლაძის შეხვედრა. გია ტორტლაძე არის პირველი ქართველი ალპინისტი, რომელმაც დაიპყრო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალები (დენალი და აკონკაგუა) და აფრიკის მაღალი მწვერვალი კილიმანჯარო. გია წარადგენს თავის ფოტოსაარქივს აფრიკიდან და ნეპალიდან, გაუზიარებს მოგზაურობის ამბებს, ხოლო მსურველებს ელოდებათ გაცნობა მომავალ ექსკურსიებთან ნეპალსა და აფრიკაში. ასევე გაიგებთ, რატომ დააჯილდოვა მას ნეპალის პრინცმა სამეფო ორდენით და რატომ იმოგზაურა ნეპალში 49-ჯერ, ხოლო აფრიკაში იმდენჯერ, რომ ანგარიშიც კი დაკარგა. ღირებულება: 35 ლარი ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი ასაკობრივი შეზღუდვა: არ არის

Continue in Pochill

Viewing works on the web. Joining and chats are in the app.