დედა – ფლორიან ზელერის პიესა
ფლორიან ზელერის ემოციური დრამა „დედა“ მარჯანიშვილის თეატრში განსაკუთრებულად იქმნება დამოუკიდებელ ჯგუფი „GIENOS“-ის მიერ. ეს პიესა ტრილოგიის ბოლო ნაწილია და საქართველოში პირველად არის წარმოდგენილი რეჟისორ დავით ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით. მთარგმნელი: ნანა სამჩკუაშვილი. მხატვრული გაფორმება: დავით ჩხარტიშვილი და თამუნა ლომსაძე. კოსტიუმების დიზაინი: თამუნა ლომსაძე. მუსიკა: მერი ბეროშვილი. მთავარ როლებში: ანა მატუაშვილი (დედა), გიორგი ცერცვაძე (მამა), დაჩი ბაბუნაშვილი (ნიკოლა), ქეთი ლუარსაბიშვილი (გოგო). სპექტაკლი მოგვითხრობს ქალის ისტორიას, რომელიც მთელი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა. სად გადის ზღვარი მზრუნველობასა და საკუთარი ცხოვრების დაკარგვას შორის? ტრილოგიიდან „შვილი“, „მამა“ და „დედა“ – პირველად ერთ რეჟისორზე. ხანგრძლივობა: 90 წუთი. რეკომენდებულია 15 წელს ზემოთ მაყურებლისთვის. სპექტაკლი მხარდაჭერილია თბილისის მერიის და მარჯანიშვილის თეატრის მიერ.