ბლეიზი – ფრანგული კომედია
„ბლეიზი“ – კლასიკური ფრანგული კომედია, სადაც ახალგაზრდა ბლეიზი უბრალო გადაწყვეტილებებით აურევს ყველაფერს და ხვდება აბსურდულ და სასაცილო სიტუაციებში. სპექტაკლი გამოირჩევა სწრაფი ტემპით, ფერადი პერსონაჟებითა და ფრანგული იუმორით, რაც თითოეულს დაუვიწყარ საღამოს პირდება. პიესა კლოდ მანიეს ორიგინალზეა დაფუძნებული. დამდგმელი რეჟისორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი, გიორგი სულთანიშვილი. მხატვარი: ანა კალატოზიშვილი. ქორეოგრაფი: გია მარგანია. მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაღლოშვილი. სპექტაკლი წარმოადგენს თბილსის ახალგაზრდული მაყურებლის თეატრის და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ერთობლივ პროდუქტს. მონაწილეობენ: თამარ ჭანუქვაძე, ხატია მელქაძე, ნიკა ხრიკული, ნანა მეტრეველი, მია მიქელაძე, თამარ ქადაგიძე, ალექსანდრე შარაბიძე, ანა ტოგოშვილი, ლალი გერკენაშვილი, ალექსანდრე კვეზერელი, ნიკა ჩქადუა. ასაკობრივი შეზღუდვა 15+. პრემიერა გაიმართება ახალგაზრდულ თეატრში 2026 წლის 24 მარტს, დამატებითი წარმოდგენები: 25, 28 მარტი; 4, 8, 16 აპრილი. ბილეთის ფასი: 20-25 ლარი.